...მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. პიონერთა სასახლეშიც კი
დადიოდა მხატრული კითხვის წრეში,რომელსაც გარკვეული პერიოდის
განმავლობაში სერგო ზაქარიაძე ხელმძღვანელობდა. ამ დიდ ხელოვანთან
ურთიერთობა ბევრი რამ განაპირობა ზინა კვერენჩხილაძის ცხოვრებაში.ყოველ
შემთხვევაში ის, რომ ჩვენ მისი სახით დღეს მხატვრული კითხვის ოსტატი
გვყავს.მნიშვნელოვან წილად სერგო ზაქარაძის დამსახურებაა.
მიუხედავად თიატრით ძლიერი გატაცებისა,სკოლის დამთავრების შემდეგ
საბუთები პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიტანა, ერთი თუ ორი გამოცდაც
ჩააბარა, მაგრამ მოულოდნელად საბუთები გამოიტანა და თიატრალურ
ინსტიტუტს მიაშურა.მისდა გასაოცრად პირველსავე წევრს
ჩაერიცხა.ინსტიტუტში სწავლის ოთხი წლის მანძილზე არაფერი საინტერესო არ
შეუქმნია.საკმაოდ უფერული იყო ეს წლები.
არიან მსახიობები, რომლებიც თავიანთ აქტიორულ მონაცემებს სტუდენტობის
პერიოდშივე ავლენდნენ,საინტერესოდ თამაშობენ საკურსო თუ სადიპლომო
სპეკტაკლებში ზინა კვერეჩხილაძე ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა.მასთან
წარმატება თავიდანვე არ მოსულა რატომღაც არ მოხდა მისი აქტიორული
შესაძლებლობების გამოვლენა არა მარტო ინსტიტუტსი,არამედ
შემდეგაც,როდესაც იგი რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექტივის წევრი
გახდა. 1956 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ზინა კვერეჩხილაძე
ამ თიატრის დასში ჩაირიცხა სახელ განთქმულ კოლექტივში მუშაობის პირველ
სამ წელს მისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია,როგორც სჩანს,არც
ინსტიტუტის სპეკლტაკლებში შესრულებული როლები და არც რუსთაველის
თეატრის სცენაზე მოღვაწეობის დასაწყისში განსახიერებულ გმირთა-სლავკას
(ბ.ნუშიჩის ,,ფილოსოფიის დოკტორი),ეთერის(ვ.გაბესკირიას ,,გურიის
მთები დაუთოვია),ანგელას,(გ.სევასტიკოგლუს ,,ანგელა) ხასიათები არ
აძლევდა ზინა კვერეჩხილაძეს საკუთარი მსახიობური ნიჭიერების გამოვლენის
საშუალებას.ხოლო 1960 წელს შექმნა მან მხატვული სახე, რომელმაც
მაყურებლისა და კრიტიკის დიდი მოწონება და ფართო აღიარება მოიპოვა,
რომელსაც ყველა მიიჩნევს მსახიობის პირველ დიდ წარმატებად. ეს იყო ლელა
(დ.გაჩეჩილაძე. ,,ბახტრიონი, ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით.
რეჟისორი-დ.ალექსიძე, მხატვარი-ფ.ლაპიაშვილი,კომპოზიტორი ა.ჩიმაკაძე).
თეატრალურად ამაღლებული ცხოვრებისეულად დამაჯერებელთან სპექტაკლში
ჰარმონიულად იყო შერწყული. ამ პრინციპის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა
დადასტურება იყო ზ.კვერენჩხილაძის ლელა. იგი სრულიად ახალგაზრდაა,
სიცოცხლით სავსე, მხიარული, უსაზღვროდ უყვარს ანდაზები (კ.მახარაძე),
მაგრამ უყოყმანოდ სწირავს სამშობლოს სიცოცხლეს. ზინა კვერენჩხელაძის
გმირი ისეთი ქალია, რომელსაც მშობლიური ქვეყნის ბედნიერებისათვის
შეუძლია უარი თქვას პირად კეთილდღეობაზე. რა ფასი ექნება მის პირად
ბედნიერებას, თუ სამშობლო მტრის ხელშია!
ლელას როლი მსახიობისაგან მოითხოვდა, ერთი მხრივ, სულიერ სიფაქიზეს,
ქალურ სინაზეს, სილაღეს, გრძნობათა სიწრფელეს, მეორე მხრივ კი
საკმაოდ ძლიერ დრამატულ მონაცემებს.ყოველივე ეს უდავოდ ახასიათებს ზინა
კვერეჩხილაძის შემოქმედებით ინდივიდუალობას. ალბათ სწორედ ამან
განაპირობა მის მიერ შექმნილი სცენური მხატვრული სახის ესოდენ დიდი
წარმატება. მისი ლელა ძალიან ჩვეულებრივი იყო და, ამავე დროს, ამ
გმირის ყოველ საქციელს რაღაც ამაღლებულობის, ზეაწეულობის მომენტი ახლდა
თან. საქმე ისაა, რომ ,,ბახტრიონი გმირულ რომანტიკული სპექტაკლი
იყო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ვითარება და გარემო, რომელშიც
პერსონაჟები პიესის ავტორის შემწეობით აღმოჩნდნენ, არ იყო ჩვეულებრივი.
ეს მსახიობისაგან მოითხოვდა, ერთი მხრივ, სცენური სიმართლის გრძნობის
შენარჩუნება, თორე ეს ზეაწეულობა მაშინვე ყალბ პათოსად იქცეოდა. ამის
მიღწევა ყველა კარგ აქტიორსაც კი არ შეუძლია. ეს ურთულესი
შემოქმედებითი ამოცანა წარმატებით გადაწყვიტა მაშინ სრულიად
გამოუცდელმა დამწყებმა მსახიობმა ზინა კვერენჩხილაძე. მისი ლელა, ერთი
შეხედვით, ჩვეულებრივი მხიარული გოგონაა, მაგრამ, ამასთანავე, ამ
ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნაზ არსებას ისეთი საქციელის ჩადენა
შეუძლია, რომელიც ბევრ ვაჟკაცსაც კი არ ძალუძს. ზინა კვერენჩხილაძის
გმირის საქციელი დამაჯერებელი იყო არა ყოფით, რეალისტურ გარემოში,
პირიქით, მან შეინარჩუნა სცენური სიმართლის გრძნობა იმ რომანტიკულ
ვითარებაში, რომელშიც ავტორმა ლელა ჩააყენა. ამ სირთულის დასაძლევად
გამოცდილება მთავარი არ არის, ამის უნარი შემოქმედს ან აქვს, ან არა.
ბევრ უნიჭიერეს მსახიობს არ შეუძლია ამგვარ პირობითობაში თამაში, არა
აქვს იმის უნარი, რომ ამგვარი სპექტაკლის ორგანულ ნაწილად იქცეს.
ლელას მხატვრული სახის საშუალებით ახალგაზრდა ზინა კვერნჩხილაძემ
თვალნათლივ დაგვანახა, რომ მას მეტად რთული შემოქმედებითი ამოცანების
გადაწყვეტა შეუძლია. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ქართულ სცენას
შეემატა კიდევ ერთი ნიჭიერი ხელოვანი, უაღრესად საინტერესო მონაცემების
მქონე მსახიობი.
ამ დიდი წარმატების შემდეგ, 2-3 სეზონის განმავლობაში, ზინა
კვერენჩხილაძემ რამდენიმე როლი ითამაშა, მათ შორის ვარინკა ( გ.
ნახუცრიშვილის ,, ფიროსმანი), მზია ( გ.ხუხაშვილის ,,ზღვის შვილები
), თათია (ო.იოსელიანის ,, ადამიანი იბადება ერთხელ), კეიც კელერი (
უ.გიბსონის ,,სასწაულმოქმედი) და ა.შ. მაგრამ ისეთი არაფერი შეუქმნია,
რაც თავისი მხატვრული დონით ლელას გაუთანაბრდებოდა. სამაგიეროდ, 1963
წელს ყოველივე ამას მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე თავისებური, ძალიან
საინტერესო მხატვრული სახე ტურა გ.ნახუცრიშვილის კომედიიდან
,,ჭინჭრაქა (რეჟისორი მ. თუმანიშვილი, მხატვრები ო.ქოჩაკიძე, ა.
სლომინსკი, ი. ჩიკვაიძე, კომპოზიტორი ბ. კვერნაძე).
სპექტაკლი ,,ჭინჭრაქა დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო რუსთაველის
სახელობის თეატრის ცხოვრებაში. ამ ბრწყინვალე სცენური ქმნილებით
გაიხსნა თეატრის მცირე დარბაზი, რომლის სცენაზეც შემდგომში ბევრი კარგი
სპექტაკლი იხილა მაყურებელმა.
,,ჭინჭრაქას უდიდესი სიამოვნებით უყურებდნენ ბავშვებიც და
მოზრდილებიც. სპექტაკლში უმაღლეს მხატვრულ დონეზე იყო ყველაფერი და
რეჟისურა, მხატვრობა, მუსიკა, სამსახიობო ხელოვნება და, ამასთანავე,
ყველა ეს კომპონენტი ჰარმონიულად იყო შერწყმული ერთ მთლიანობაში.
ყველაფერი ნაწარმოების დედააზრის გამოხატვას ემსახურებოდა.
ძნელად მოიძებნება ქართული თეატრის ისტორიაში ისეთი წარმოდგენა, სადაც
ამდენი უბრწყინვალესი მხატრული სახე შექმნილიყოს რ. ჩხიკვაძის ქოსა,
ს. ზაქარიაძის დევი, კ.საკანდელიძის ჭინჭრაქა, ბ.მირიანაშვილის მზია
და ცხოველთა შეუდარებელი ოთხეული: დათვი (ე. მანჯგალაძე), მგელი(გ.
გეგეჭკორი), მელა ( მ. ჩახავა) და ტურა ( ზ. კვერენჩხილაძე).
ამ ნამუშევარმა მსახიობის შემოქმედებითი ინდივიდუალობა სრულიად სხვა
კუთხით წარმოაჩინა. ვერც კი იფიქრებდი, რომ ტურასა და ლელას მხატვრული
სახეები ერთი აქტიორის ქმნილებანი იყო. სადაა აქ ლელას რომანტიკული
სული, ქალური სინაზე, მომხიბვლელობა, ან მისი დრამატიზმი ჩვენ
წინაშეა გაძვალტყავებული, გაუბედურებული, მშიერი, მუდამ საჭმლის
ძიებაში მყოფი ტურა, რომელსაც თითქოს სულ სცივა. იგი ყოველთვის
აგვიანებს გუნდის მეცადინეობაზე, თავისი გამყინავი ხმით აწყვეტინებს
ცხოველებს სიმღერას, რითაც მათ სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ძალზე
საინრეტესოა მისი გმირის გარეგნობა. რამდენიმე ძუნწი შტრიხით
წარმოგვიდგენს ზინა კვერენჩხელაძე თავის ტურას გაცრეცილი ქვედატანი,
ამგვარივე ძველი ბეწვის შუბა, თავზე საცოდავად ჩამოფხატული ქუდი,
შეშინებული გამოხედვა, თითქოს სულ ვიღაცისაგან თავდასხმას ელისო
ყველაფერი ეს ხაზგასმით წარმოაჩენს მოქმედი პირის ხასიათს.
ზინა კვერებჩხილაძე ამ სპექტაკლში სცენაზე ცხოველის განსახიერების
რთული თეატრალური პრობლემა გადაჭრა. იგი თამაშობდა მშიერ, გამწარებულ,
სიცივისაგან აკანკალებულ, დამფრთხალ ქალს, რომელიც ტურას მოგვაგონებს,
ამ ცხოველის ასოციაციას ბადებს ჩვენს წარმოსახვაში. მართლაც,ზოგი
ადამიანი დათვსა ჰგავს, ზოგი ჩიტს, ზოგიც შველს, ზინა
კვერენჩხელაძის გმირი კი ტურას ჰგავდა. მსახიობმა ყველაფერი გააკეთა,
რათა ამ სპექტაკლის მაყურებელს ასოციაციურად დაეკავშირებინა მისი
პერსონაჟი ტურასთან. ასეთი შემოქმედებითი ამოცანა პირველად დადგა ზინა
კვერენჩხელაძის წინაშე. ეს სირთულე მან შესანიშნავად დაძლია.
გამოირკვა, რომ დრამის გარდა, იგი მშვენივრად თამაშობს კომედიაში,
უფრო მეტიც, ზღაპარში. ნათელი გახდა, რომ ზინა კვერენჩხილაძე
საუკეთესო სახასიათო მსახიობიცაა.
ამავე 1963 წელს მან კიდევ ერთი საინტერესო მხატრული სახე
შექმნა ნინო ვ.როზოვის პიესაში ,,ვახშმობის წინ (გადმოქართულებული
ჯ.ჩარკვიანის მიერ, რეჟისორი რ.სტურუა, მხატვარი დ.თავაძე).
ეს სპექტაკლიც მცირე სცენაზე დაიდგა. მასში ზინა კვერენჩხილაძემ
სრულიად განსხვავებული გმირი ითამაშა. ეს იყო შუახნის, ჩუმი,
მორიდებული ქალი. მუდამ ფუსფუსებდა ხან გვიდა, ხან ალაგებდა, ხან კი
სუფრას შლიდა. ყოველივე ამას უხმაუროდ აკეთებდა. დაჩაგრული ქალი იყო
ნინო. იგი უდრტვინველად იტანდა ქმრის უხეშობას, თითქმის შეეჩვია ამას.
გულთან ახლოს მიჰქონდა ოჯახის ყოველი წევრის ტკივილი თუ სიხარული,
მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. საცოდავი ქალი იყო. წინააღმდეგობის
გაწევის უნარი არ გააჩნდა. ან ჩუმად ფუსფუსებდა სცენაზე, ან ასევე
უხმაუროდ ქვითინებდა, მაგრამ არავისთან და არაფერთან შებრძოლება არ
შეეძლო, ყველაფერს პასიურად ემორჩილებოდა. მისი ,,პროტესტის
გამოვლენის ერთადერთი ფორმა ჩუმი ტირილი იყო. მართლაცდა, რაღაცაში
მაინც ხომ უნდა გადმოღვრილიყო ნინოს დიდი წუხილი.
ეს როლი ტექსტუალურად პატარაა, ამიტომ მსახიობი თავის ძირითად საქმეს
პაუზებში ამბობდა. პაუზები სულ რაღაც აზრით იყო დატვირთული, მუდამ
რაღაცას გამოხატავდა, ძალიან ბევრ რაიმეს იტევდა სევდას,
სიკეთეს,მორჩილებას, უსუსურობას.
1963-1964 წლის თეატრალურმა სეზონმა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა,
სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა მისი შემოქმედებითი ინდივიდუალობა.
მის მიერ შექმნილი სამი სცენური მხატვრული სახე ლელა, ტურა და ნინო,
უკვე საკმარის საფუძველს იძლეოდა, რომ ზინა კვერენჩხილაძე ქართული
თეატრის ერთ-ერთ საინტერესო მსახიობად ყოფილიყო აღიარებული საკმაოდ
მრავალმხვრივად გამოვლინდა მისი ტალანტი ამ სამ საუკეთესო ნამუშევარში.
მაგრამ შემდეგ გამოირკვა, რომ მისი აქტიორული ნიჭი კიდევ უფრო
მრავალწახნაგოვანი იყო. მომდევნო სცენურ სახეში ელიზაბეტ პროქტორი
ა.მილერის პიესაში ,,სეილემის პროცესი (რეჟისორი რ.სტურუა,
მხატვრები ო.ქოჩაკიძე, ა.სლოვინსკი, ი.ჩიკვაიძე, მუსიკალური
გაფორმება ე.მაჭავარიანისა), ზინა კვერენჩხილაძე, როგორც მსახიობი,
ახალი კუთხით გამოჩნდა.
ამ ბრწყინვალე სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი შეძრწუნებული ტოვებდა
დარბაზს. მართლაც, საშინელი ამბავი ხდება პიესაში ერთი შეხედვით
უწყინარი ბავშვური ცელქობა ტრაგიკულად მთავრდება. უამრავ ადამიანს
ბრალად ედება კუდიანობა, რასაც ამ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე ეწირება.
რ.სტურუას სპექტაკლი მიმართული იყო ყოველგვარი ძალადობისა და
უგუნურების წინააღმდეგ. იგი გულგრილს არავის ტოვებდა. მაყურებელი სულის
სიღრმემდე იყო შეძრული მასაჩუსეტის შტატში მომხდარი ამბით. იგი
გულწრფელად თანაუგრძნობდა ჯონ პროქტორს, რომელიც წინ აღუდგა
უსამართლობას, გაიბრძოლა მის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში მასთან ერთადაა
მისი მეუღლე ელიზაბეტი ამაყი, თავშეკავებული, ძლიერი, ჭკვიანი ქალი.
ჩუმი ადამიანია ქალბატონი პროქტორი, ჩუმია ზინა კვერენჩხილაძის ნინოც,
მაგრამ სულ სხვაა ელიზაბეტის სიჩუმე დაძაბული, დამუხტული. იგი
სიტყვაძუნწი ქალია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხმის ამოღებისა ეშინოდა,
არა უბრალოდ თავს იკავებს ზედმეტი ლაპარაკისაგან. აბიგაილ უილიამსი
კუდიანობას სდებს ბრალად უამრავ პატიოსან ადამიანს, პირველ რიგში კი
მისთვის საძულველ ელიზაბეტ პროქტორს. ზ.კვერენჩხილაძის გმირმა ძალიან
კარგად იცის, რომ ყველაფერი ეს სიცრუეა და კეთილშობილ ადამიანთა დასჯა
მხოლოდ ხალხის შესაშინებლად არის საჭირო, მათში ყოველგვარი ადამიანურის
გასათელად. ელიზაბეტი მშვენივრად ხვდება, რომ თუ მისი ქმარი აღიარებს
,,დანაშაულს , იტყვის, სატანასთან კავშირში ვიმყოფებოდიო მას არ
ჩამოახრჩობენ. ამასთანავე, ხედავს, რომ პროქტორი მერყეობს, ელიზაბეტს
შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მეუღლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე,
სიცოცხლე შეუნარჩუნოს მას. მაგრამ იგი ამას ვერ გააკეთებს.
ელიზაბეტისთანა პატიოსანი, სულიერად ძლიერი ადამიანი ვერ ჩაადენინებს
ქმარს ისეთ საქციელს, რომელიც მის ღირსებას შებღალავს. არა,
ზ.კვერენჩხილაძის გმირი ვერ უღალატებს თავის რწმენას და ვერც მეუღლეს
უბიძგებს ამისაკენ.
ტრაგიკულად მთავრდება მასაჩუსეტში დატრიალებული ადამიანი უდანაშაულო
ადამიანთა სიცოცხლე ეწირება ბოროტებასა და უგუნურებას. ჯონ პროქტორიც
ჩამოახრჩვეს, მან არ სცნო თავი ,,დამნაშავედ, საკუთარი სინდისისათვის
არ უღალატია. თავისი რწმენის ერთგული დარჩა ელიზაბეტი ზნეობრივად
სპეტაკი, სულით ძლიერი ადამიანი.
ეს როლი ძალზე მნიშვნელოვანია ზ.კვერენჩიხილაძის შემოქმედებაში
არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მხატრული სახეა,
არამედ იმიტომაც, რომ ერთია მსახიობისა და მისი გმირის მოქალაქეობრივი
პოზიცია, მათი სატკივარი. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად განაპირობა ის,
რომ ელიზაბეტ პროქტორის როლი ზ.კვერენჩხილაძის ერთ-ერთ უდავო
წარმატებად იქნა აღიარებული. 1968 წელს მას მოჰყვა ანტიგონე
მსახიობის უბრწყინვალესი ქმნილება (ჟ.ანუი ,,ანტიგონე. რეჟ.
მ.თუმანიშვილი, მხატვარი გ.გუნია, მუსიკალური გაფორმება
ლ.ქიშმიშევისა).
ამ სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად მასში ერთმანეთს შეერწყა
ბრწყინვალე დრამატურგია, უძლიერესი რეჟისურა და დიდებული სამსახიობო
ოსტატობა. ამ სპექტაკლში მხატვრობა, მუსიკა, სახიერი მიზანსცენები
ძირითადი იდეის გამოხატვას ემსახურებოდა. მაგრამ უმთავრესი სათქმელი
მაინც მსახიობის საშუალებით მიდიოდა მაყურებლამდე. აქ სწორედ იმ
შემთხვევასთან გვქონდა საქმე. როდესაც ამბობენ: ,,რეჟისორი მსახიობში
მოკვდაო.
ჯიუტი ანტიგონე, მომთხოვნი, უკომპრომისო. ყოველი მისი მოძრაობა
მკვეთრია, მოუსვენარი. სულ შფოთავს. მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია. მისი
სიძულვილი კრეონისადმი სრულიადაც არ არის ბავშური, ეს ზიზღი სავსებით
შეგნებულია. იგი ჯანყდება კრეონისა და ყოველივე იმის წინააღმდეგ, რასაც
კრეონი ამკვიდრებს. მისი ჯანყი ტრაგიკულია, მას დაღუპვა ელის.
ანტიგონემ იცის ეს, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლია. იგი ვალდებულია,
დაასაფლაოს თავისი ძმა პოლინიკე, თუმცა თებეს მეფემ, მისმა ბიძამ
კრეონმა სასტიკად აუკრძალა ყველას ამის გაკეთება. ანტიგონეს ისიც
კარგად აქვს შეგნებული, რომ ამ საქციელისათვის სიკვდილით დაისჯება,
პატიების იმედი არ აქვს, მაგრამ სინდისი არ აძლევს უფლებას სხვანაირად
მოიქცეს. იგი ჰემონის საცოლეა, შეიძლება ბედნიერი იყოს მასთან, ძალიან
მშვიდი ცხოვრება ექნება, მაგრამ სხვა გზას ირჩევს არ ძალუძს თავის
რწმენაზე უარის თქმა პირადი კეთილდღეობისათვის და სიმშვიდისათვის. იგი
მოევლინა ქვეყანას, რომ კრეონის მიერ შელამაზებული, სიცრუესა და
უსინდისობაზე აგებული სამყარო დაამსხვრიოს, თუნდაც თვითონვე შეეწიროს
ამას. სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია, ამაშია მისი ტრაგედიაც და
უდიდესი ბედნიერებაც.
ანტიგონე არ არის ლამაზი, ხანდახან უხეშიც კი, მაგრამ საოცრად
მშვენიერი ხდება მაშინ, როდესაც თავის მოვალეობაზე ლაპარაკობს, როდესაც
ცდილობს, დაუმტკიცოს კრეონს, რომ ის თავის თავს ვერ უღალატებს,
კომპრომისზე არ წავა. ეს ხომ მისთვის ყველაზე მთავარია.
სპექტაკლის უძლიერესი სცენაა 40 წუთიანი დიალოგი ანტიგონესა და კრეონს
(მას თავდაპირველად ს.ზაქარიაძე თამაშობდა, შემდეგ კი ე.მაღალაშვილი)
შორის მეორე მოქმედებაში. ეს ორთაბრძოლა იმართება არა ბიძასა და
დისშვილს შორის, არა ხანში შესულ, გამოცდილ კრეონსა და სრულიად
ახალგაზრდა ანტიგონეს შორის. აქ ერთმანეთს ეჯახება ორი ურთიერთ
გამომრიცხველი, სრულიად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული პოზიცია. ანტიგონე
და კრეონი ვერასოდეს ვერ შეთანხმდებიან. უაღრესად დაძაბულია მათი
კამათი. ძლიერი, გამოცდილი, ჭკვიანი მეფე კრეონი ცდილობს, სხვადასხვა
საშუალებით დაარწმუნოს ანტიგონე, რომ მან უარი თქვას თავის
განზრახვაზე, გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს, რათა წყნარად და
უშფოთველად იცხოვროს. ფუჭია მისი ეს ცდა. კრეონთან ორთაბრძოლაში პატარა
ანტიგონე იმარჯვებს. სიცრუესა და სიყალბეზე აგებულ შემგუებლურ
მსოფლმხედველობასთან შეტაკებაში იმარჯვებს სიმართლე, ურყევი რწმენა და
მისთვის თავგანწირვის უნარი. ანტიგონემ იცის, რომ დაიღუპება, მაგრამ
სხვანაირად ცხოვრება არ შეიძლება. ამიტომ როდესაც მოთმინებიდან
გამოსული კრეონი მის ჩამოხრჩობას ბრძანებს და ჩაფრებს უხმობს, იგი
მშვიდდება, სახეზე ნათელი ღიმილი ეფინება. ასე შეხვდება გამარჯვებული
ანტიგონე.
ეს მხატვრული სახე ზ.კვერენჩხილაძის საუკეთესო ქმნილებათა შორისა
გამოირჩევა როგორც დიდებული ნამუშევარი, გამოირჩევა შესრულების უაღრესი
სისადავითა და ლაკონურობით, ძუნწი აქტიორული გამომსახველობითი
საშუალებებით. ასეთი სადაა თავისი ბუნებით მიხეილ თუმანიშვილის
სპეკტაკლიც, რომელშიც მოხდა ანტიგონეს მრწამსის მისი ცხოვრებისეული
პოზიციის თანხვდომა ზ.კვერენჩხილაძის, როგორც მსახიობისა და პიროვნების
მსოფლმხედველობასთან. ალბათ ამიტომაც თვლის იგი, რომ ,,ანტიგონეში
მოხდა მისი, როგორც მსახიობის ,,დაბადება.
ზინა კვრენჩხილაძე მხატვრული კითხვის ოსტატია. უყვარს ეს საქმე. მისი
შემოქმედებითი საქმიანობის ორი სფერო როლების თამაში და მხატვრული
კითხვა არა მარტო ურთიერთშემავსებელია, არამედ ხშირ შემთხვევაში,
ისინი ერთმანეთს ეხმარებიან სცენიდან არასოდეს არ დაკარგულა
ზ.კვერენჩხილაძის სიტყვა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რა დიდი
მნიშვნელობა აქვს მსახიობის სწორ და გამართულ მეტყველებას სცენაზე.
მხატვრული კითხვა მისი შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა.
მსახიობი დიდი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ეკიდება ამ ურთულესს
საქმეს. წასაკითხად ისეთ ნაწარმოებებს ირჩევს, რომლებიც ერთი მხვრივ,
თავისთავად მაღალი დონის ლიტერატურას მიეკუთვნება და მეორე მხვრივ,
გამოხატავს მისი, როგორც პიროვნების, მოქალაქოებრივ პოზიციას, მის
სათქმელს. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გარკვეულად განსაზღვრავს
ზ.კვერენჩხილაძის მხატვრული კითხვის ხარისხს. მისთვის საკმაოდ დიდი
მნიშვნელობა აქვს არა უბრალოდ ლექსისა თუ მოთხრობის წაკითხვას
სცენიდან, არამედ იმას, მოძებნილი აქვს თუ არა მთელ ლიტერატურულ
საღამოს გარკვეული თეატრალიზებული ფორმა. თუ ეს ფორმა მოძებნილია,
ლექსაც თითქოს უკეთ კითხულობს, რადგან ამ შემთხვევაში იგი გამოდის არა
როგორც ლიტერატურული საღამოს მონაწილე, არამედ მისი ფუნქცია უფრო
ახლოსაა სპეკტაკლში როლის შესრულებასთან. ასე მოხდა რუსთაველის თეატრის
წარმოდგენაში ,,ჩემო კალამო, რომელიც ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ
დაიდგა. ეს იყო ლიტერატურული კომპოზიცია, რომელშიც დიდი მწერლის
რამდენიმე ნაწარმოები შედიოდა პუბლიცისტური წერილები, რამდენიმე
ლექსი, პოემა ,,განდეგილი მთლიანად, ნაწყვეტი ,,მგზავრის
წერილებიდან და პოემა ,,აჩრდილის ფინალი.
ძალიან საინტერესოდ კითხულობდნენ ზინა კვერენჩხილაძე და გურამ საღარაძე
პოემა ,,განდეგილს. ეს არც მხატვრული კითხვა იყო წმინდა სახით და არც
სპექტაკლი, არამედ რაღაც შუალედური ფორმა შემოქმედების ამ ორ სფეროს
შორის, რაც უკვე თავისთავად იყო საინტერესო, ზ.კვერენჩხილაძე მაინც
ყველაზე ძლიერი სპექტაკლის ბოლოს იყო, როდესაც კითხულობდა საფინალო
ნაწყვეტს ,,აჩრდილიდან.
... სცენაზე გამოდის სადა, შავკაბიანი ქალი ყვავილებით ხელში, ძალიან
დინჯად იწყებს:
,,დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა სენი ხვედრია"...
მსახიობი გარეგნულად თითქოს ძალიან მშვიდად არის, მაგრამ რა დიდი
შინაგანი დაძაბულობაა მის ხმაში, როგორაა დამუხტული იგი სათქმელით...
და ასე იღვრებოდა მაყურებელთა დარბაზში ილია ჭავჭავაძის დიდებული ლექსი
ზ.კვერენჩხილაძის ასეთივე დიდებული შესრულებით.
მაგრამ მსახიობის მოღვაწეობა მხატვრული კითხვის სფეროსი ამ სპექტაკლით
როდი ამოიწურება. ზინა კვერენჩხილაძე ქარტული ლიტერატურის
პოპულარიზატორიცაა. რად ღირს თუნდაც მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები
ანსამბლ ,,ფაზისთან. მსახიობი უდიდეს ეროვნულ საქმეს ემსახურება
ქარტული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს კითხულობს სცენიდან. ეს
სესანისნავი ქმნილებანი ზ.კვერენჩხილაძის დიდებული შესრულებით
მსმენელზე ემოციური ზემოქმედების კიდევ უფრო დიდ ძალას იძენენ.
რთული ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებითი გზა, მოულოდნელობითაა იგი
აღსავსე და ამიტაა საინტერესო. მის არტისტულ ცხოვრებაში დიდი
მიღწევებიც ყოფილა და წარუმატებლობაც. იყო რამდენიმე სეზონი, როდესაც
რუსთაველის თეატრის რეპერტუარი, შეიძლება ითქვას, მთლიანად მასზე იყო
აგებული, ერთსა და იმავე პერიოდში თამაშობდა ანტიგონეს (ჟ.ანჟუის
ანტიგონე), ფედრას (ჟ. რასინის ფედრა) და მედეას (ჟ.ანუის
,,მედეა). ამასთანავე, მის შემოქმედებით ცხოვრებაში ისეთი პერიოდებიც
ყოფილა, როდესაც ერთ წარუმატებლობას მეორე მოჰყვებოდა. რას იზამ,
ჩავარდნებიც ხომ მხოლოდ ნამდვილი ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებას
სდევს ხოლმე თან.
ამჟამად საქართველოს სახალხო არტისტი, ზინა კვერენჩხილაძე რუსთაველის
თეატრის წამყვანი მსახიობია და თავისი განსაკუთრებული, უაღრესად
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სასცენო ხელოვნებაში. შეუძლებელია
სრული წარმოდგენა შეგვექმნას 60-70-იანი წლების ქართულ თეატრზე მის
სცენურ ქმნილებათა გარეშე.
ზინა კვერენჩხილაძე ჭეშმარიტი ხელოვანია, მისი შემოქმედება მეტად
მრავალმხრივია. თეატრი მუშაობის 29 წლის მანძილზე 30-ზე მეტი როლი აქვს
შესრულებული, რამდენიმე ფილმშიც თამაშობს, ბევრს ახმოვანებს ვინ
მოთვლის რამდენი საეკრანო მხატვრული სახე გახდა კიდევ უფრო საინტერესო
ზ.კვერენჩხილაძის შემწეობით. მისი შემოქმედების კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი სფეროა მხატვრული კითხვა. ძნელად მოიძებნება
საქართველოში მსახიობი, მას რომ გაუტოლდეს ამ საქმეში.
ასე, რომ მისი შემოქმედება უაღრესად საინტერესოა და საკმაოდ
მრავალფეროვან მასალას აწვდის სასცენო ხელოვნების მკვლევარს მსახიობის
შემოქმედების საკითხებზე მსჯელობისა და ანალიზისათვის.
უაღრესად დაძაბულია ზ.კვერენჩხილაძის აქტიორული ცხოვრება, მოუსვენარი.
მისი თეატრალური მოღვაწეობა ბევრ რამეში ჰგავს მის პიროვნებას. ეს
სავსებით ბუნებრივია. მსახიობის შემოქმედებით ცხოვრებას განსაზღვრავს
არამარტო მისი აქტიორული ნიჭი ან ის ობიექტური პირობები, რომლებშიც იგი
იმყოფება, არამედ მისი პიროვნული თავისებურებებიც. ასეა ეს ამ
შემთხვევაშიც. ზ.კვერენჩხილაძეს ვერასოდეს ნახავთ დამშვიდებულს, იგი
მუდამ აღელვებულია, სულ რაღაცით არის აფორიაქებული, ყოველთვის რაღაც
აწუხებს, რაღაცაზე შესტკივა გული, ასეთივეა მისი, როგორც მსახიობის
ბიოგრაფიაც. თავისი აქტიორული ცხოვრების საინტერესო გზაზე მას დიდი
შემოქმედებითი სიხარულიც განუცდია და წარუმატებლობის სიმწარეც ბევრჯერ
უგემნია. რას იზამ, ასე მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ნამდვილ
ხელოვანთან გვაქვს საქმე.
ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი გაუცოცხლებია ზინა კვერენჩხილაძეს
სცენაზე, განსხვავებული ასაკისა და ინტერესების, ხასიათისა და
მსოფლმხედველობის მქონე პერსონაჟები. მათ სხვადასხვანაირად აცვიათ,
განსხვავებულია მათი სიარულისა და ლაპარაკის მანერა, პლასტიკა. საერთოდ
ზ.კვერენჩხილაძე სრულიად გარკვეული შემოქმედებითი პრინციპების მქონე
მსახიობია. იგი ყველა თავის ნამუშევარში ცდილობს ამ პრინციპების
ერთგული იყოს. მსახიობის შემოქმედებითი ინდივიდუალობა ცხადია, მის
საუკეთესო მხატვრულ სახეებში ვლინდება ყველაზე მკაფიოდ. თუ ამ
თვალსაზრისით გადავხედავთ მის მიერ ძლიერად შესრულებულ როლებს,
დავინახავთ, რომ იგი მუდამ მიისწრაფვის გმირის რთული სულიერი სამყაროს
ღრმა წვდომისაკენ, ცდილობს მისი ქცევის გამომწვევი მიზეზების ამოხსნას,
საოცრად მეტყველი თვალები აქვს, მრავლის მთქმელია მისი პაუზები,
მაყურებელზე ზემოქმედებას აძლიერებს ლამაზი ტემბრის ხმა, მოქნილი
მოძრაობა, მეტყველი პლასტიკა. იგი წრფელი, ჭეშმარიტი განცდის
მსახიობია.
თავისებურია აქტიორული შემოქმედება. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება
ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენელთა საქმიანობისაგან. ეს
განსხვავება ძირითადად შემდეგში მდგომარეობს: როგორც ცნობილია,
ნებისმიერი ხელოვანი თავის სათქმელს მხატვრული სახეების საშუალებით
ამბობს. ამ მხატრული სახის შესაქმნელად საჭირო მასალა კი ხელოვნების
სხვადასხვა დარგში სხვადასხვაა. ლიტერატურაში მხატვრული სახე სიტყვის
მეშვეობით იქმნება, მხატვრობაში ფერისა და ხაზის, ნებისმიერი
მუსიკალური მხატვრული სახე კი მუსიკალური ბგერებით. მსახიობი სცენურ
მხატრულ სახეს საკუთარი პიროვნებიდან საკუთარი ფსიქო ფიზიკური
შესაძლებლობიდან ქმნის. აქედან გამომდინარე, მასალად იგი იყენებს
საკუთარ სხეულს, მეტყველებას, წარმოსახვას, ქცევებს, გამომხატველ
მოძრაობებს და ა.შ. სწორედ ეს განაპირობებს აქტიორული შემოქმედების
ძირითად განსხვავებას მხატვრული შემოქმედების სხვა წარმომადგენლებთან
შედარებით. მხატვარი ქმნის ფერწერულ ტილოს, რომელიც დასრულებული სახით
განაგრძობს არსებობას ხელოვანის პიროვნების გარეთ და უკვე მისგან
დამოუკიდებლად. ასეა ეს ლიტერატურულსა თუ საკომპოზიციო ხელოვნებაში.
აქაც შემოქმედის მიერ სექმნილი მხატვრული ნაწარმოები სცილდება ავტორის
პიროვნებას, თითქოს მის ,,გარეთ გადის და ,ამდენად, ნაწარმოების
შემქმნელი და ეს ნაწარმოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
არსებობენ. სულ სხვაა მსახიობის ხელოვნება . აკტიორი ხომ ერთდროულად
მხატვრული სახის შემკმნელიც არის და თვიტ ცარმოადგენს ამ მხატვრულ
სახეს. ამიტომ, როგორადაც არ უნდა ცდილობდეს მსახიობი რომლის შექმნის
პროცესში შორს გასცდეს თავის პიროვნებას, თავის ,,მე-ს, მისი
შესაძლებლობების სცენაზე მაინც ამ პიროვნებით განისაზღვრება. ამაშია
აკტიორული ხელოვნების დიდი სირთულეც და უდიდესი მომხიბვლელობაც.
თუ ამ თვალსაზრისით გადავხედავთ ზინა კვენეჩხილძის
შემოქმედებით ცხოვრებას, ბევრ საინტერესოსა და საგულისხმოს ვიპოვით
მასში. მის მიერ თეატრში შექმნილი მაღალ მხატვრული სცენური სახეებიდან
შეიძლება გამოიყოს, რამდენიმე, რომლებიც ერთმანეთს სრულიად არ გავს.
მათზე დასაწყისში უკვე გვქონდა საუბარი. მართლაც ლელა ხომ სრულიად არ
გავს ელაზაბეტ პროკტოს, განსახვავებულია ანტიგონესა და ნინოს
ხასიათები, მათთან თითქოს არანაირი საერთო არა ქვს ტურას . მაგრამ
მათი შემქმნელი ხომ ერთი ადამიანია ზინა კვერენჩხილძე გარკვეული
ხასიათი, ინტერესებისა და მიდსრეკილების მქონე პიროვნება, რომლებიც
ასეთ გასხვავებულ ადამიანებს ახასიათებს. უფრო დაწვრილებითი ანალიზის
შემდეგ ამ გმირის ხასიათს მოეძებნება ფესვები მათი შემქნელი
მსახიობის პიროვნებაში.
ზინა კვერენჩხილაძის საუკეთესო სცენური მხატვრული სახეები
სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობისა და მსოფლმხედველობის მქონე
ადამიანები როდი არიან. მათ კიდევ ერთი რამ ანსხვავებს ერთმანეტისგან
ეს არის მათი შემკმნელი მსახიობრივი უნარი, დამაჯერებლად ითამაშოს
სხვადასხვა სახის პირობითბაში უაღრესად ორგანულია მისი ლელას ქცევა
გმირულ-რომანტიკულ სპექტაკლში ,,ბახტრიონი, ზღაპარ ჭინჭრაქაში ზინა
კვერენჩხილაძე სცენური სიმართლის გრძნობას და არც უკიდურესად რეალურ
სპექტაკლში ,,ვახშმობის წინ. მსახიობს შესწევს უნარი ბუნებრივად
იმოქმედოს თანამედროვე ინტელექტუალურ დრამაში , უმძაფრესი ვნებებით
დატვირთულ სპექტაკლ - დისპუტში ,,ანტიგონე. ეს უნარი საკმაოდ
იშვიათია ამის გარეშე კი ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებითს
ინდივიდუალობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია.
უდიდესი წარმატებით შესრულებულ ანტიგონეს მხატვრულ სახეს მოჰყვა ფედრა
(ჟ.რასინის ,,ფედრა), მედეა (ჟ. ანუის ,,მედეა), პორცია (უ.
შექსპირის ,,უილიუს კეისარი) , ზეინაბი (ა.სუმბათაშვილის ,,ღალატი),
აბი (ი.ონილის ,,სიყვარული თელებქვეშ) და პენოლოპე (ა.ბუერო ვალიეხოს
,,ოცნება). ეს როლები მსახიობისაგან დიდ სულიერ ძალებს მოითხოვდა.
ზოგიერთ მათგანში იყო საკმაოდ საინტერესო ადგილები, განსაკუთრებით
ფედრაში,მაგრამ ანტიგონეს მხატვრულ დონეს ვერც ერთი მათგანი ვერ
გაუტოლდა.
მისი ბოლო ათი წლის რეპერტუარი თავისებურად აეწყო.ძირითადად იმ
აქტიორული შესაძლებლობების გამოვლენა უხდებოდა, რომლებიც საუკეთესო
სახით ანტიგონეში უკვე გამოავლინა ამიტომ ბოლო წლების მისი
შემოქმედებითი ცხოვრება გარკვეულ დრომდე ცალმხრივად ვითარდებოდა. იგი
ძირითადად თამაშობდა გმირ ქალებს. ისინი მათი შემქმნელისაგან ძლიერ
ემოციებსა და სულიერ დატვირთვას მოითხოვენ. მსახიობი,რომელსაც ამგვარი
როლებისათვის საჭირო მონაცემები აქვს, განსაკუთრებული ყურადღების
ღირსია. მისთვის დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს როლები. მსახიობს უნდა
ჰქონდეს საკუთარი აქტიორული ინდივიდუალობის სხვადასხვა
კუთხით,მრავალმხრივად გამოვლენის შესაძლებლობა. ზინა კვერენჩხილაძის
ბოლო წლების ნამუშევრებში ეს არ მოხდა, რადგან მათში მსახიობის
ინდივიდუალობის მხოლოდ ერთი მხარე მჟღავნდებოდა,ისიც ყველაზე უკეთ
ანტიგონეში უკვე გამოვლინდა.
ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებით ცხოვრებასი კიდევ ერთ საინტერესო
ფაქტს აქვს ადგილი-ტურას შემდეგ მსახიობს აღარ უთამაშია როლი, რომელშიც
მისი სახასიათო აქტიორული მონაცემების გამოვლენა იქნებოდა შესაძლებელი.
ამ საკითხს ვეხებით არა იმიტომ, რომ ტურაზე უკეთ მსახიობს არაფერი
უთამაშია, არა, საქმე ისაა რომ მას არცერთ სხვა სპექტაკლსი არ შეუქმნია
მხატვრული სახე,რაიმეთი ტურას მონათესავე რომ ყოფილიყოს ვინ იცის,
იქნებ როგორი საინტერესო ნამუშევრებით გაემდიდრებინა ქართული სცენა
ზინა კვერენჩხილაძეს, მისი ბოლო წლების რეპერტუარი ასე რომ აწყობილიყო
მხოლოდ 1983-84 წლის სეზონის მიწურულს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ,
ზინა კვერენჩხილაძე კვლავ წარსდგა მაყურებლის წინაშე, როგორც მშვენიერი
სახასიათო მსახიობი ახალგაზრ და ქართველი დრამატურგის შადიმან
შამანაძის პიესაში ,,ღია შუშაბანდი (რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე).
ამ წარმოდგენაში მის მიერ შექმნილი ხასიათი კომიკერისა და დრამატულის
უაღრესად სარისკო საზღვარზეა. მსახიობი გმირის მთელი სცენური ცხოვრების
მანძილზე ბეწვის ხიდზე გადის, გადაჭარბების მუდმივი საშიშროების წინაშე
დგას, მაგრამ როგორც გამოცდილი ხელოვანი, თავის პროფესიას დაუფლებული
ოსტატი, წარმატებით სძლევს ამ რთულ ამოცანას. შესაძლოა, სწორედ ამ
როლით იწყება რაღაც ახალი პერიოდი ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებაში.
ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.
არის კიდევ ერთი საინტერესო მხატვრული სახე რომელიც ზინა
კვერენჩხილაძემ შექმნა უკვე არა თეატრში, არამედ კინო ეკრანზე ისიც, თუ
შეიძლება ასე ითქვას ,,სანახევროდ. ეს არის ნარგიზა თენგიზ აბულაძის
ფილმში ,,ნატვრის ხე ამ როლს ტ.ტუაევა თამაშობს, ზინა კვერენჩხილაქძე
კი-ახმოვანებს. მას ბევრი კინოგმირი აუმეტყველებია ეკრანზე, ზოგი
კარგად, ზოგი უაღრესად, მაგრამ ნარგიზა სრულიად განსხვავებულია მათ
შორის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსახიობი საოცრად ზუსტად გრძნობს
ტ.ტუაევას ნარგიზას შინაგან ემოციურ მდგომარეობასდ ეკრანული ცხოვრების
ყოველ მომენტში, ზუსტად არის აწყობილი როლის ხმოვანი პარტიტურა,
ძალიან საინტერესოდ ვითარდება იგი. რა ნაზად და ალერსიანად მიმართავს
ნარგიზა იორამს, სრულიად სხვა ინტონაციები ჩნდება მის ხმაში
ციციკორესთან დიალოგის დროს. მოულოდნელად იცვლება ეს ხმა ფინალში,
როდესაც ნარგიზა აღშფოთდება თანასოფლელთა უსამართლობით. სწორედ
ციციკორეს დაატყდება თავს მისი რისხვა. შეიძლება ითქვას, რომ ზინა
კვერენჩხილაძის ტ.ტუაევასთან ერთად ამ საეკრანო მხატვრული სახის
სრულუფლებიანი თანაავტორია. მას ასე კარგად რომ არ აემეტყველებინა ეს
პერსონაჟი ნარგიზას როლი ასეთი საინტერესო შეიძლება არც ყოფილიყო.
სულ ახლახანს ზინა კვერენჩხილაძე სრულიად ახალი და უჩვეულო ნამუშევრით
წარსდგა მაყურებლის წინაშე-ესაა ემილი დიკინსონი, უ.ლიუსის მონო
პიესიდან ,,ამჰერსტის მშვენება (რეჟისორები რ.სტურუა და რ.ჩხაიძე).
შესანიშნავი პოეტი ქალი, რომელიც თავისი სახლის ზღურბლს არ გასცილებია,
მართალია, სიცოცხლეში ვერ ეღირსა მკითხველთა აღიარებას და მათ
სიყვარულს, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. თავის პოეტურ სამყაროში
ცხოვრობდა, მშვენიერი ოცნებების ქვეყანაში. ასევე მეოცნებეთ გამოეთხოვა
წუთისოფელს, დატოვა მხოლოდ ლექსები, სავსე სიყვარულით, სიკეთით, ნათელი
იმედით. ზინა კვერენჩხილაძის ემილი დიკინსონს უსაზღვროდ უყვარს
სიცოცხლე, საოცარი ძალით შეიგრძნობს მშვენიერებას ყველაფერში -
ბუნებაში, ადამიანსა თუ უსულო საგანში. საერთოდ - არაჩვეულებრივი
პიროვნებაა. მთელს მის არსებობას სცენაზე ღიმილი სდევს თან. ხან
მორიდებული, ხან ეშმაკური, ხან გაცისკროვნებული ხან კი-სევდიანი. ემილი
დიკინსონის მონოლოგებს ორგანულად ერწყმის მისი ლექსები, პოეზია ხომ
ზინა კვერენჩხილაძის გმირის არსებობის ყველაზე ბუნებრივი ფორმაა.
ლექსების წერა მისთვის ისევე ჩვეულებრივი და აუცილებელია, როგორც
სუნთქვა.
ემილი დიკინსონი მარტოხელაა, მაგრამ გარე სამყაროსაგან მისი ასეთი
გარიყულობის გამო, რომელიც უკვეცხოვრების წესად ექცა, იგი სრულიადაც
არ გეცოდება, პირიქით, სადაც გშურს კიდეც ამ ადამიანისა, უსაზღვროდ
მდიდარია მისი სულიერი სამყარო, საოცრად ღრმაა კავშირი ბუნებასთან.
ზინა კვერენჩხილაძის ემილი დიკინსონისათვის უცხოა ყოველგვარი
პატივმოყვარეობა და განდიდებისაკენ სწრაფვა. მთავარია პოეტურ
ნაწარმოებთა შექმნის სურვილი არ დაკარგოს, ლექსების წერა მუდამ
შეეძლოს. ორი მოქმედების მანძილზე სულიერად მარტოა ზინა კვერენჩხილაძე
სცენაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ხილვა არ გბეზრდება.
მსახიობი მრავალფეროვან საღებავებს ხმარობს ემილი დიკინსონის სახის
შესაქმნელად-პოეტურ ამაღლებულობას და რომანტიკულობასთან ერთად, ზინა
კვერენჩხილაძის გმირი უხვადაა დაჯილდოვებული ლირიზმითა და იუმორით,
ირონიული დამოკიდებულებით საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ; რად
ღირს თუნდაც მისი სცენები წარმოსახულ მოსაუბრეებთან. ხან კი, სულ
რამდენიმე წამით გაიელვებს მის თვალებში სევდა და ტკივილი, მაგრამ
სასოწარკვეთილებაარასოდეს! ალბათ ამის გამოა ემილი დიკინსონის სცენურ
ცხოვრებას მაყურებელი შეუნელებელი ინტერესით რომ ადევნებს თვალყურს
მთელი სპეკტაკლის მანძილზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, ზინა
კვერენჩხილაძის დამსახურებაა. მის შესრულებას ისეთი სიმსუბუქე ახლავს
თან, მხოლოდ გამოცდილ ოსტატ მსახიობს რომ ხელეწიფება. ამიტომაც
წარმოდგენის დასასრულისათვის უკვე ძნელია ერთმანეთისგან განაცალკავო
აქტიორი და მისი პერსონაჟი, ისინი განუყოფელნი არიან.
ურთულესი როლია ემილი დიკინსონიოამგვარი მხატვრული სახის შექმნის
უნარიც უნდა გქონდეს და მისი თამაშის უფლებაც უნდა მოიპოვო. ზინა
კვერენჩხილაძემ მოიპოვა ეს უფლება!
ზინა კვერენჩხილაძის, როგორც ნიჭიერი და გამოცდილი მსახიობის დახმარება
მეცნიერებასაც დასჭირდა, კერძოდმსოფლიოში სახელგანთქმულ ქართულ
ფსიქოლოგიურ სკოლას. ცნობილმა ქართველმა ფსიქოლოგმა, ფსიქოლოგიურ
მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დარეჯან რამიშვილმა, რომელიც
გამომხატველ მოძრაობათა ფუნქციასა და ბუნებას შეისწავლის, ერთერთი
ექსპერიმენტის ჩასატარებლად ზინა კვერენჩხილაძე მიიწვია. ამ ცდის სრული
აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს, მოკლედ კი მისი მიმდინარეობა ასეთი
იყო: ცდისპირებს უჩვენებდნენ ფილმს, რომელიც 9 ეპიზოდს შეიცავს. ყოველ
ეპიზოდში მსახიობი ზინა კვერენჩხილაძე გამოსახავს ამა თუ იმ ემოციურ
მდგომარეობას და თან შესატყვის სიტყვებს წარმოთქვამს. ეს ეპიზოდები
შემდეგი შინაარსისაა: სიყვარული, სიძულვილი, შიში, რისხვა,
სასოწარკვეთილება, ბედნიერება, დაყვება (მსახიობმა უნდა წარმოისახოს,
რომ ის ცდილობს მიიჩვიოს და მიუახლოვდეს ბავშვს,რომელსაც მისი ეშინია)
და დასასრულს, ორი, ემოციისაგან დაცლილი ეპიზოდი; ერთი ,,მოხმობა,
რომელშიც მსახიობი მიუთითებს ვიღაცას, რომ ის მივიდეს და დადგეს მასთან
,,ახლო, აი, აქდა მეორე ,,მითილება ამ უკანასკნელში, პირიქით,
მსახიობი მიუთითებს, რომ ის დადგეს მოშორებით ,,აი, იქ, იმ ხესთან.
დემონსტრაცია ხდებოდა ხან მუნჯი ფილმის სახით, ხან ხმის თანხლებით.
ამავე დროს,გახმოვანება ზოგჯერ შერეული იყო, ე.ი. გამოსახულებას ახლდა
არაშესატყვისი ტექსტი, ვთქვათ სიყვარულის მიმიკას სიძულვილის სიტყვები.
სხვა ცდაში ფილმს სწორი გახმოვანება ახლდა თან. ცდისპირებს უნდა
ჩაეწერათ, ემთხვეოდა თუ არა მიმიკა გახმოვანებას და თუ არ ემთხვეოდა,
მაშინ სახელდობრ, რომელ ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა მიმიკას ამ 9
ეპიზოდიდან.
სრულიად არ არის შემთხვევითი რომ ამ ცდის ჩასატარებლად დ.
რამიშვილმა სწორედ ზინა კვერენჩხილაძე მიიწვია. მეცნიერი რომ ფაქტიურად
შეისწავლის ურთიერთობას, ერთი მხრივ, გარკვეული შინაგანი ემოციური
მდგომარეობის მიმიკურ გამოხატვასა და მის სიტყვიერ გამოხატულებას
შორის. ამისთვის ფსიქოლოგს ესაჭიროებოდა მსახიობი, რომელთანაც ძალზე
მკაფიოდ და ნათლად იქნებოდა წარმოდგენილი ორივე ეს
მომენტიგამომხატველი მოძრაობა და მეტყველება. ყოველივე ამის ზუსტი
დემონსტრირებისათვის საჭიროა არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ
გამოცდილიც. სცენის ხელოვანი, რომელიც ამ ცდას ჩაატარებს, თავისი
საქმის ოსტატი უნდა იყოს, კარგად უნდა ფლობდეს მხატვრული კითხვის
საიდუმლოებებსაც. ალბათ ამიტომაც შეჩერდა ცნობილი ფსიქოლოგის არჩევანი
სწორედ ზინა კვერენჩხილაძეზე.
რასაკვირველია, მსახიობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
შემოქმედებითს წარმატებებს. სასიხარულოა, როდესაც შენს სცენურ
ქმნილებას საუკეთესოდ აღიარებენ. ბედნიერი ხარ, როდესაც აღფრთოვანებული
მაყურებელი დიდხანს უკრავს ტაშს შენს ხელოვნებას. მაგრამ როდესაც შენი
აქტიორული ტალანტი მეცნიერებას სჭირდება, თანაც ისეთს , რომელიც
ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოებებს შეისწავლის, როდესაც ამ საქმეში
სწორედ შენ, როგორც მსახიობს, გთხოვენ დახმარებას, ეს უკვე მართლაც
ძალიან ბევრს ნიშნავს.