ვასილ კიკნაძე
ნამდვილი
სახალხო
იშვიათი
ნიჭის
მსახიობი
ზინა
კვერეჩხილაძე!
პიროვნებითაც
გამორჩეულია,
-
ზნეკეთილი,ხალასი
სმართლიანი,საქვეყნო
საქმისთვის
თავდადებული.
ძნელია
ამ
გზით
სიარული,ამიტომ
არის
იგი
უფრო
დაძაბული,
ნევრალგენიური,
მოუსვენარი,
შინაგანად
მუდამ
აფორიაქებული...
თითქოს
მისი
გმირები
დაძაბლი
რიტმით
ცხოვრობენ.
მის
სულში
გადატყდა
ტრაგიკული
ბედი
გმირებისა.
ეს
არის
ხვედრი
ადამიანთა,
რომლებიც
გახელებული
თეატრალობის
ექსტაზში
მოხვდნენ
და
ახალ
სიცოცხლეს
ეზიარნენ.
ტანჯვით
არის
აღსავსე
მათი
დაბადებაც
(როგორც
ყოველი
ახალი
სიცოცხლე),
ისინიც
გაივლიან
ცხოვრების
ურთულეს
გზას.
ეს
არის
ზინა
კვერენჩხილაძის
გმირების
სევდიანი
გზა,
ოღონდ
ამაღლებული,
ძლიერი
და
ტრაგიკული
სიდიდით
აღსავსე
გზა.
ბევრჯერ
ვყოფილვარ
ბედნიერი
ზინა
კვერენჩხილაძის
სცენაზე
ხილვით.
ბევრჯერ
გავუტაცნივარ
მის
შთამაგონებელ
ნიჭს-დიდი
არტისტიზმით
გაბრწყინებულ
ნიჭს,ვარსკვლავივით
რომ
ასხივებს
სინათლეს.
ზინა
ქართული
თეატრის
ვარსკვლავია!
იგი
პირველად
1960
წელს
ამობრწყინდა
ლელას
სახელით.
მას
აქეთ
დიდი
დრო
გავიდა,
მაგრამ
სიზმარეულად
კი
არა
(როგორც
ეს
ჩვევიათ
გარდასულ
სახეებს
ილუზიებისა
და
მითებში
დავანდებიან
ხოლმე),
არამედ
ცოცხალივით,
თითქოს
აგერ,
ახლა
იყო,როცა
სცენაზე
შველივით
თუ
შვლის
ნუკრივით
მშვენიერი
და
საყვარელი
ლელა
გამოჩნდა.უცებ
ყველასთვის
ახლობელი
გახდა
მისი
მოუსვენარი,
პირვექმნილი
უშვალობით
აღბეჭდილი
სახე.
სიყვარულის
სიკეთით
განათებული
სახე.
სიყვარულმა
აღამაღლა
გმირად.
მითოსური
გმირი
იყო
კვერენჩხილაძის
ლელა.
შედეგი
მოსალოდნელზე
მეტი
იყო...
მაშინ
ზინამ
შოკი
მოახდინა.დოდო
ალექსიძე
,,
ბახტრიონის
რეპეტიციების
დროს
იქადნებოდა,
რომ
აღმოაჩინა
ახალი
მსახიობი,
მაგრამ
ყოველ
ახალს
ხომ
მუდამ
სკეპტიკურად
უყურებენ
ხოლმე.
ასე
იყო
მაშინაც.
ზინა
კვერენჩხილაძემ
მოულოდნელ
სიმაღლეს
მიაღწია!
სიმაღლე
არტისტული
სრულქმნილებისა!
ზინა
კვერენჩხილაძეს
შეუძლია
სახასიათო
თვისებები
შეურწყას
დრამატულ
ან
გმირულ
ბუნებას,
შეუძლია
სინთეზურად
გამოხატოს
ხასიათი.მფლობს
მდიდარ
აქტიორულ
პალიტრას,
მაგრამ
მისი
სამყარო
უფრო
ძლიერი
ვნებების
ადამიანებით
არის
დასახლებული.ქარიშხალი
ტრიალებს
მის
პლასტიკურ
ჟესტსა
და
მოძრაობაში.
ყველაფერი
ფეთქავს,
ბობოქრობს
მძვინვარებს,ყველაფერს
მოიცავს
შემოქმედებით
ზეშთაგონებული
არტისტული
ვნება.
ასე
გეგონებათ,თითქოს
ყვეაფერი
შიგნიდან
იწვის,რომ
უფრო
მძლავრად
განათდეს
სულის
ყოველი
კუნჭული,ყოველი
სფერო
მიუხილველი
და
შეუხწეველი
სიღრმეები
სულის
უფსკრულისა.
როგორ
ამაღლებულია
და
არტისტულად
ზეიმური
ტანჯვის
ეს
პროცესი!
ზინა
კვერენჩხილაძე
მაყურებლისთვის
იტანჯება
სცენაზე.
მისი
გმირების
ეს
ტანჯვა
იწვევს
მაყურებლის
სულის
გაწმენდას...
იგი
ტრაგიკული
ნიჭის
მსახიობია.ასეთი
ნიჭი
იშვიათი
და
გამონაკლისია.ქართული
თეატრის
მთელს
ისტორიაში
სანთელით
საძებარია
იგი.
ათეული
წლები
უნდა
გავიდეს,
რომ
ზინა
კვერენჩხილაძისებური
ერთი
მსახიობი
დაიბადოს,
თუმცა
ერთიც
სხვა
იქნება,
რაკი
არცეთი
ნაღდი
შემოქმედი
არ
მეორდება.
გაფრთხილება
უნდა
იშვიათ
ნიჭს!
ქართველებს
კი
გაფრთხილების
ნიჭი
არ
გვაქვს!
ოდითგან
ამას
მივტირით.
მაგრამ
მერე
რა-არაფერი
იცვლება!...
თეატრში ცოტა დრო არ დაკარგა ზინა კვეერენჩილაძემ, ზოგჯერ სეზონობით
ელოდა ტრაგიკული ნიჭი თავის ორეულს.თეატრში კი ხშირად ზედაპირზე
ცურავდა ზინა კვერენჩხილაძისათვის უცხო პოლიტიკური და პუბლიცისტური
მეტაფორები...
დრო კი მიდიოდა...
მაგრამ რაც ზინა კვერენჩხილაძემ შექმნა,ერთი დიდი მსახიობისათვის
საკმარისიც არის და საკადრისიც.
ზინა კვერენჩხილაძემ იცის მხატვრული სიტყვის ფასი. მხატვრული ენერგია,
რომელიც მისი სიტყვიდან იბადება, დამუხტულია ემოციითა და აზრით,
ემსახურება პოეტური სამყაროს შექმნას.ასეთ სამყაროს გვაზიარა
,,ამჰერსტის მშვენებაში,როცა მთელი საღამო ზინასა და პოეზიას ეკავა.
როგორ პოეტურად ამაღლებული იყო ის საღამო. ყველაფერი სუნთქავდა პოეზიის
სევდით, სიყვარულის ღვთაებრივი განცდით, სიტყვის იდუმალებით, სიჩუმით,
ფაქიზი და ნათელი პოეტური სულით. თითქოს მსახიობი არც კითხულობდა, არც
თამაშობდა. თითქოს ყველაფერი ცხოვრება იყო. უბრალო, თავისთავადი, ოდნავ
ამაღლებული და საოცარად მართალი. თითქოს საუბრის ენა იყო ასეთი, ასე
უბრალო ლამაზი ჟესტი, ასე თბილი და ნაღვლიანი ინტონაცია. ყველაფერი
ჩვეულებრივი, მაგრამ ამაღლებული, პოეტური და უჩვეულო. ასე გეგონებოდათ
თითქოს ყველაფერი ტიციანის სტრიქონების სცენური (,,მე არ ვწერ
ლექსებს,ლექსი თვითონ მწერს) ადაპტირება და გამართლება იყო.
ვერც კი წარმოიდგინებოდა ემილ დიკინსონის სახის ასეთი გადაწყვეტა,
მაშინ როცა იგონებთ მის მედეასა და ფედრას-მოზღვავებული ტემპერამენტის
გმირებს თავიანთი ტრაგიკული მძვინვარებით.
გადამდებია ზინა კვერენჩხილაძის ემოცია. მაყურებელი უმალ იჯერებს მის
გულწრფელობას და სავსებით მინდობილი მიჰყვება ემოციის სიღრმეებისაკენ.
სამყარო კი სავსეა ტანჯვით, ვნებებით, გაუტანლობით, ღალატით,
შურისძიებით, _ ყველაფრით, რასაც ტრაგიკული გმირის ბედი მოიცავს.
ზინა კვერენჩხილაძემ გაითავისა ბედი ტრაგიკულ გმირთა და ბევრჯერ
ჩაგვახედა მათი სულის უფსკრულში.
მაგრამ სცენიდან მოვარდნილ წარღვნას, რომელიც თითქოს წაგლეკავს და
გაგიტანს, ღრმა აზრობრივი მუხტიც ამოძრავებს. წაიკითხეთ ანტიგონეს
მსახიობისეული ანალიზი (ჟურნალ მნათობში, რომ დაიბეჭდა) და თავად
დარწმუნდებით თუ როგორ ღრმად მოიაზრება სახე, რომელსაც იგი ქმნის. ანუ
ის ანტიგონე ზინა კვერენჩხილაძის შესრულებით უაღრესად საინტერესო
ტრანსპორმაცია განიცადა. ს. ზაქარიაძისა და ზ. კვერენჩხილაძის
თანაშემოქმედებითი პროცესი არაერთხელ შემდგარა სცენაზე. ეს არის ორი
ღრმად ემოციური, ტრაგიკული ჟღერადობის სახეთა ურთიერთშეპირისპირებისა
და პარტნიორობის პროცესი, რომელიც საოცრად მომხიბვლელია თავისი
შემოქმედებითი ექსტაზითა და მშვენიერებით. სცენაზე ისინი მოქიშპენი და
მოსიყვარულენი არიან ერთსა და იმავე დროს სადაც მათი ტანდემი იყო ,
სპექტაკლით, ყოველთვის გამოირჩეოდა. მაგალითები ბევრია განსაკუთრებით
ზუსტად გამოიხატა შინაგან წინააღმდეგობათა და აქტიორულ თანაფარდობათა
პროცეს ანტიგონე-ში როდესაც ზ. კვერენჩხილაძის ნაშრომს ვკითხულობდი
და ვიგონებდი სპექტაკლს, რატომღაც ყოველთვის მაგონდებოდა უშანგი
ჩხეიძის ჰამლეტის მისეული ანალიზი.მოგონებები გვიან დაწერა, როცა
უშანგი დიდი
მანძილითდაშორდა სპექტაკლის შექმნის წლებს. დ .ანთაძემ, რომელიც
უშანგისთან მეგობრობდა და ჰამლეტიც ნანახი ჰქონდა,საინტერესო რამ
მითხრა - უშანგი რასაც ჰამლეტზე წერს, სინამდვილეში ყველაფერი ასე არ
იყო,ნაწერში მეტად ხაზგასმულია როლის აზრობრივი მხარე. სცენაზე კი
ყველეფერი ფეთქავდა დიდი ტემპერამენტითა და ემოციით, რაღაც აუხსნელი,
ჯადოსნური იყო მისი ზემოქმედების ძალაო.
რატომ გამახსენდა ზ.კვერენჩხილაძის ბრწყინვალე და უაღრესად საჭირო
ანალიზი? იქნებ იმიტომ,რომ სწორედ ს.ზაქარიაძისა და ზ.კვერენჩხილაძის
არტისტულმა თავისებურებებმა, მათმა დიდმა ტემპერამენტმა, გახელებულმა
თეატრალურმა გზნებამ დიდი ტრაგიკოსის სოფოკლეს ანტიგონეუფრო
წარმოაჩინეს სცენაზე, ვიდრე ანუის რაციონალისტური, მშრალი,
გონებისმიერი ანტიგონე?...
ვფიქრობ,მოხდა რაღაც საოცრად საინტერესო სინთეზი ანტიკურსა (სოფოკლეს)
და თანადროულს (ანუის) შორის, რამაც განსაკუთრებული ორიგინალობა
მიანიჭა მ. თუმანიშვილის სპექტაკლს.
ზ. კვერენჩხილაძის შემოქმედება მოიცავს არამარტო მრავალფეროვან სახეებს
არამედ მხატვრული კითხვისა და საზოგადო მოღვაწეობის მრავალ ასპექტს.
სწორედ ზ. კვერენჩხილაძი ბუნებისათვის არის ახლობელი მისი
ქველმოქმედებითი საქმიანობა, როცა დმანისში მიდის და მაყურებლისათვის
სიხარული მიაქვს, როცა იგი ყველგან არის, სადაც ქართული კულტურის საქმე
კეთდება.
ეს შემოქმედებითი და პიროვნული მთლიანობაა.
ზინა კვერენჩხილაძე მრავალი წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა
თეატრისა და კინოს ინსტიტუტში. არის მხატვრული კითხვის ოსტატი,
გულთბილი მეგობარი ახალი არტისტული თაობისა. მისი ცხოვრების ნერვულ
რიტმში, საზოგადო მოვლენებისადმი მის მგრძნობიარე დამოკიდებულებაში
ვლინდება მსახიობის პიროვნული ხასიათი. ზინა კვერენჩხილაძეს არ შეუძლია
იყოს გულგრილი მეთვალყურე ცხოვრების დრამატული კოლიზიებისა თუ თეატრის
ფერისცვალებისა. ყველაფერი აღიქმება როგორც მისი ცხოვრების არსი,მისი
სისხლი და ხორცი. ათეული წლებია სიკეთესა და სითბოს ანათებენ ზინა
კვერენჩხილაძის სულის ორეულები, ისინი ჩვენი თანამედროვენი არიან
თავიანთი რთული ცხოვრებით, კონფლიქტების მტანჯველი გრძნობით,
პიროვნების თავისუფლებისაკენ მისწრაფებითა და სურვილით, იპოვონ ადგილი
ამ მოუწყობელდა და გაუტანელ სამყაროში.
დიდი ბუნების ადამიანებით არის დასახლებული ზინას თეატრალური სამყარო.
როცა გავიხსენებთ იმ ადამიანებს, ნათელი გახდება, თუ რაოდენ დიდია და
რთული მათი სინამდვილე.ასეთი ადამიანები არინ თათია (ო.იოსელიანის
,,ადამიანი იბადება ერთხელ),იოკასტე (სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფე),
ქეთევანი, კლეოპატრა, ზეინაბი, მედეა, ფედრა..... შეიძლება გაგრძელდეს
სია.
ნებისმიერ როლზე შეიძლება ვრცლად საუბარი.ზინა კვერენჩხილაძე სცენაზე
არაფერს არ აკეთებს ზედაპირულად, უფიქრებლად. როცა სათამაშოა ისეთი
ხასიათი, როგორიც იყო ქეთევანი (ა.ჩხაიძის ,,სამიდან ექვსამდე) ზინა
კვერენჩხილაძეს აქცენტები გადააქვს დეტალების დამუშავებაზე. პაუზების
გრძნობა, ჟესტი, პლასტიკური ნახაზი და სხვა გამომსახველი საშუალებები
ამდიდრებენ ხასიათს, და იზრდება მაყურებლის ინტერესიც.
ზ.კვერენჩხილაძე მართალი მსახიობია. რა სცენურ გარემოშიც არ უნდა
მოხვდეს გმირი, როგორი არაბუნებრივიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მისი
შინაგანი განცდა ყოველთვის წრფელია და არტისტული დამაჯერებლობით
განათებული.
მახსოვს, ლელას წარმატების შემდეგ როგორი მღელვარებით ელოდა მაყურებელი
მის ელიზაბეტს (ა.მილერის ,,სეილემის პროცესი). ინტერესი იმით იყო
გამოწვეული, რომ გვინდოდა დაგვენახა რა გზით განვითარდებოდა მსახიობის
ნიჭი, ლოგიკური იყო წარმატება თუ არტისტული იღბალის შედეგს
წარმოადგენდა. ზინა კვერენჩხილაძის ელიზაბეტი მოასწავებდა ახალ
აქტიორულ გამარჯვებას, გაიხსნს ნიჭის ახალი მხარეები. უღრმესი ლირიკული
განწყობილებანი და რომანტიკული ზეაწეულობა შეცვალა დრამატიზმმა.ძლიერი
პიროვნების იდეამ არტისტულ საშუალებათა მდიდარი არსენალი მოითხოვა.
მსახიობი ეყრდნობოდა არა მარტო თავის შინაგან რეზერვებს, არამედ
სწავლობდა განსხვავებულ აზროვნებას და ეძებდა ახალ ფერებს. ეს იყო
არტისტული დიაპაზონის ფორმირების, ფართო მხატვრული თვალსაწიერის
გამომუშავენის პროცესი.
ზინა კვერენჩხილაძემ არაერთი როლი ითამაშა ანტიკურ თემებზე, თუმცა მათი
ავტორები არ იყვნენ ძველი ბერძენი ტრაგიკოსები.ჩვენ ვლაპარაკობთ
ფედრას, მედეასა და ანტიგონეს სახეებზე. მსახიობის ძლიერი
ტემპერამენტი, სწორედ ასეთ მასშტაბურ სახეებში იკვეთება ყველაზე უკეთ.
სცენაზე ვნებათაღელვის ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებს, ოღონდ პლასტიკურად
და მშვენიერებით ამაღლებული.რაც უფრო დრამატულოია სახე, მით უკეთ
ვლინდება ზინას არტისტული შესაძლებლობანი. თუმცა,როგორც ვთქვი, მას
ასევე დიდი წარმატებით შეუძლია სახასიათო როლების შესრულებაც; მის
გმირთა ხასიათები კი მრავალფეროვანია. თითქოს დაუჯერებელია, რომ მედეას
შემსრულებელი ტურას (გ.ნახუცრიშვილის ,,ჭინჭრაქა) თამაშობს. მერადა
როგორი სიხალისით!არტისტულ შესაძლებლობათა ამ დიაპაზონში ჩანს
მსახიობის ოსტატობა, ან კიდევ შევადაროთ ურთიერთს
ნაზი,გულჩათხრობილი,შინაგანი ფსიქოლოგიური სიღრმით გამორჩეული თათია
(ო.იოსელიანის ,,ადამიანი იბადება ერთხელ,სლავკას (ნუშიცის
,,ფილოსოფიის დოქტორი) ნინო(როზოვის,,ვახშმობის წინ),მერი პოპინსს ან
კლეოპატრას (შექსპირის ,,ანტონიუსი და კლეოპატრა), ერთი
სიტყვით,მდიდარი კონტრასტებია,მაგრამ ყველგან იკითხება ზინა
კვერენჩხილაძის ხელწერა სცენური სიმართლის გრძნობა,მაღალი კლასის
ოსტსტობა და სამყაროს უშუალო განცდის ნიჭი.