ინესა ნასარიძე
ქალი შეძახილი ანუ
,, მკვდარი არი, დღეს
დუმს ვინცა
ერთ საღამოს, ასე ორი-სამი წლის წინ, ფილარმონიის დიდი საკონცერტო
დარბაზი ქალბატონ ანა კალანდაძეს მასპინძლობდა. კარგად მახსოვს,
ზაფხულის პირი იყო, თუმცა გარეთ არ ცხელოდა, შენობაში სუნთქვა ჭირდა.
შეხვედრა პოეტთან საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. პროგრამა იყო ზედმეტად
ჭრელი ჟანრობრივად, აგრეთვე გამომსვლელთა რანგისა და შემოქმედებითი
უნარის თვალსაზრისითაც და ამდენად მომქანცველი მეტად ღრმა და ყველა
ფაქიზი გრძნობის გამომხატველი პოეზიის შემქმნელთან შესახვედრად მოსული
საზოგადოებისათვის. სულ მალე საგრძნობი გახდა, რომ მაყურებელთა
უმრავლესობას, სულშეხუთულს ამ სიტყვის თითქმის ყველანაირი
მნიშვნელობით,ქალბატონი ანას სცენაზე ასვლის მოლოდინი აკავებდა
მხოლოდ... და აშრ იალდა, ახმაურდა დარბაზი.
საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, სცენაზე რომ გამოვიდა მსახიობი,ვინც
უკვე ათეული წელია, ქართული თეატრის მტვერჩაყლაპულთა და ლიტერატურული
ნაწარმოებების მხატვრულად წამკითხველთა შემოქმედებეს შემფასებელთა
თაყვანის ცემის ობიექტია. სადად, უპრეტენზიოდ, მაგრამ საზეიმოდ იყო
გამოწყობილი. იასამნისფერი კაბა ეცვა. თითქოს სწორედ მისთვის, მისი
სამოსის შესაფერისად შერჩეული ყვავილების კალათისაგან ოდნავ მოშორებით
დადგა და... მოხდა ის, რისი მიღწევაც მდიდრულად მორთულ-მოკაზმულ თუ
სილამაზით გამორჩეულ შემოქმედ ბანოვანთაც უჭირთ ხოლმე: თითქოს
გაბრწყინდაო სცენა, სულ სხვა ელფერი შეიძინა (ასეთია კლასიკური
სისადავის ეშხი და ელფერი) დარბაზი დაირინდა როგორც ყოველთვის, როცა
მის გრძნობებსა და განცდებზე ესაუბრებიან იმავე გრძნობებისა და
ემოციების ენით, როცა ქართული სული მეფობს სცენაზე, ანუ როცა სცენაზეა
ზინა კვერენჩხილაძე.
მსახიობი პოეტის მერაბ კოსტავას სიტყვებით მიესალმა; საკუთარი ფრაზებიც
ჩართო და ეს ისე ზუსტად მოარგო და თავადაც ისე მოხდენილად მოერგო
ავტორის სტილს, რომ ძნელად თუ მიხვდებოდა ვინმე, სად იწყებოდა მერაბ
კოსტავა და სად მთავრდებოდა ზინა კვერენჩხილაძე. შემდეგ ისე
შეუმჩნევლად გადავიდა ლექსის კითხვაზე, კაცი იფიქრებდა, ეს ყველაფერი
ერთ ადამიანს ერთი ამოსუნთქვით დაუწერიაო.
,,სხვა საქართველო ვინ ნახა? ... კითხულობდა ქალბატონი ზინა
გამოქვეყნებისთანავე ხალხის მიერ ატაცებული
სტრიქონებს.-როგორ?-ისე,ვერანაირი ეპითეტის მეშვეობით რომ ვერ
გადმოსცემ მიღებულ შთაბეჭდილებას, რადგანაც ,,ოსტატურად,,
,,ამაღელვებლად,, და მისთანანი ცარიელი სიტყვებია,კონკრეტულს არაფერს
გამოხატავს. ისინი შეიძლება იხმაროთ არაერთი შემოქმედის მიმართ. ასეთ
დროს უმჯობესია თქვათ; ,,ეს იგრძნობა,,(სახვით ხელოვნებასთან
დაკავშირებული ეს შეგონება ლადო გუდიაშვილისა უსათუოდ
გასათვალისწინებელია
ზ. კვერენჩხილაძის მთელი შემოქმედების, კერძოდ კი მისი იმდღევანდელი
გამოსვლის, შეფასებისას).
,,საქართველოო ლამაზო,,- ომისშემდგომი წლებიდან მოყოლებული, ყველა
თაობისათვის დედის ნანასავით ტკბილად ამღერებული ლექსი: რამდხენჯერ
მოსმენილი, წაკითხული თუ არა. ალბათ ვერ ვნახავთ ქართველს, ერთი სტროფი
მაინც რომ არ იცოდეს ზეპირად, არ წაეღიღინოს. ასეთი პოეტური ქმნილების
წაკითხვა სცენაზე, ხალხით გავსებულ დარბაზში,სიცხისაგან გათანგული,
გადაღლილი მაყურებლის წინაშე, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანაში
თითქმის იგნორირებულია ყოველგვარი იდეოლოგია, როცა სიტყვა
,,პატრიოტიზმი ხმარებიდან გამოსული სიტყვების ლექსიკონში გადასასროლად
არის განწირული, სახიფათოდ მიაჩნია ხელის გულზე სატარებელი
ხელოვანისათვის, ვისგანაც სიამოვნებისა და სიხარულის მომნიჭებელ
გამოსვლას ელიან ყოველთვის.ამიტომაც მე ზ. კვერენჩხილაძის მაყურებელი
და დამფასებელი, ავფორიაქდი, თვალი და ყური დავბაძე. განა მისი
გამღმერთებელთაგან ბევრი დაინდობს, თუნდაც ერთი წამით რომ გაუწყდეს
მსახიობს დარბაზთან დამაკავშირებელი ძაფი? ( ასეთია ღრმად მოაზროვნე და
პროფესიონალიზმით გამორჩეულ შემოქმედთა ხვედრი, თორემ ჩვენ დროში
ტაშ-ფანდურით სახელმოხვეჭილთ ტაშს დააყვედრის?!).
დარბაზს
გადავხედე.
სუნთქვაშეკრული
უსმენდა.
კარგად
შენიშნა.
სერგო
ზაქარიაძე
გამახსენდა:
ბობოქრობასთან
შერწყმული
ლირიზმი.
მოზღვავებული
ტემპერამენტი.
გადამდები
აღტკინება.
არცერთი
ბგერა,
არცერთი
მახვილი
მაყურებელზე
ზემოქმედების
მოსახდენად
თვითმიზნურად გამოყენებული. ,,ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს
ჭადარი... იწყებდა კითხვას ბატონი სერგო და გრძნობდი, ამ სიტყვებთან
ერთად როგორ იწყებდა სუნთქვას ნიავი, როგორ გესალბუნებოდა.
მსახიობისგან მომდინარე სულისმიერი სითბო გულის სიმებს შეეხებოდა...
გულში ჩხვლეტას გაგრძნობინებდა...
სიტყვა გამექცა, მგონი! თუ გაიქცა, ზინა კვერენჩხილაძისგან შორს მაინც
ვერ წავიდოდა! ლიტერატურული ნაწარმოების მხატვრულად წამკითხველთა შორის
ხომ არავინ გაგვახსენებს სერგო ზაქარიაძეს ისე, როგორც ქალბატონი ზინა.
და გაგვახსენებს არა მიმბაძველობით გასაოცარია ორი ერთმანეთისაგან შორს
მდგომი თაობის, მამა-შვილის თაობის შემოქმედი ქალისა და მამაკაცის
სულიერი თუ აქტიორული ბუნების სიახლოვე: მაღალი იდეურობა და შრომითი
პათოსი , შემოქმედებით გზაზე თავგანწირვით სიარული, უშრეტი ენერგია, და
კიდევ ალბათ უმნიშვნელოვანესი მხატვრული კითხვისას: არა! თამაშს;
არა! კეკლუცობას. სისადავე. კლასიკური სისადავით გამოხატული
პატივისცემა ავტორისეული ჩანაფიქრისა, ნაწარმოების აზრის შესაბამისი
ემოციური წყობა.
სწორედ ასეათი იყო ქალბატონი ზინას გამოსვლა იმ საღამოს: პოეტის ენით
გვესაუბრებოდა ყველას და თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე; ანასეული ლექსის
სილამაზითა და სიღრმით შემოგვატარა მრავალჭირნახული საქართველოს ყველა
კუნჭული; შეგვახსენა, რა სიმდიდრისა და ისტორიის პატრონები ვართ და
დაგვაჯერა, რომ მხოლოდ აქ შეიძლებოდა დაბადებულიყო ,,სულიკო, ლელა,
ალუდა, ონისე.... სწორედ აქ უნდა გაფრენილიყო ,,მერანი . თითქოს
მშვიდად წარმოთქმული, მაგრამ შთაგონებით აღმომხდარი,,საქართველო
ლამაზო, ,,სხვა საქართველო სად არის? ამაღლებულად გადაეცა დარბაზს
როგორც შემოძახილი: - გავუფრთხილდეთ, ,,გვიყვარდეს საქართველო
ყველაფერზე მეტად!
... და თითქოს წმინდა, ცხოველმა სიომ ძარღვებში ძალა ჩაუყენაო,
გამოცოცხლდა დარბაზი; გაუჭირდა მსახიობის სცენიდან გაშვება. აი,აქ
ერთხელ კიდევ გამოვლინდა ზ.კვერენჩხილაძის უნარი (მქუხარე ტაშს
შეჩვეულთა უმრავლესობისთვის სასურველი, მაგრამ მიუწვდომელი)
აწონ-დაწონოს ფაქტი და მოვლენა, მოახდინოს ორიენტაცია გარემო
სიტუაციასა და საკუთარ განცდებში: მან თუ რაღაც წამებში,ცაში
გაელვებისთვისაც რომ არ იქნებოდა საკმარისი , შეაფასა მაყურებლის
სულიერი მდგომარეობა და მისი საპასუხო ნაბიჯიც გადადგა:- ,, იშრიალე,
დიდო ვერხვო, იგუგუნე,დედამიწაო,... მკვდარი არი დღეს დუმს ვინცა,
შესძახა ყოველგვარ პათოსსგადაჩვეულ საზოგადოებას ისეთი აღმაფრენით,
ზეაწეული განწყობით, რომ ააგუგუნებდა, რასაც გნებავთ. და აგუგუნდა
კიდეც დარბაზი, მონუსხული ანასეული ლექსითა და ქართული სიტყვის
ხაზგასმული ბუნებითა და თვისებით ანუ ზინასეული მეტყველებით, რომელმაც
შეგვახსენა, რომ ,,ქართულს არა აქვს არც განი, არც სიგრძე, არც
სილამაზე. ეს არის სამყარო, უმშვენიერესი მელოდიურობით, ხმიანობით
(ზ.კვერენჩხილაძე).
არავინ იფიქროს, თითქოს შემოქმედების ორი ათასზე მეტ მაყურებელზე
მაგიური ზემოქმედების მოსახდენათ ჰყოფნიდეს ტალანტი.კაცი სცენაზე რომ
დგება, ნიჭთან ერთად თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების წესის
დემონსტრირებასაც ახდენს. მზად ვარ შევედაო ყველას, ვისაც ჰგონია, რომ
მიკრიფონთან მდგომი მსახიობის სულის მიერ სიმაღლე დარბაზიდან
შეუმჩნეველი რჩევა.და საილუსტრაციოდ გავიხსენებ იმ წუთებს, როდესაც ორი
ლექსით პოეტისა, ვისაც ,, არ შეუძლია ისეთ თემაზე წერა, რაც სხვა
პოეტებს ეხერხებათ, არ შეუძლია თავისი პოეტური ბუნების გამო
(გ.ასათიანი), ერთგვარი მინისპექლტაკლი წარმოგვიდგინა მსახიობმა, ვინც,
ასევე, თავისი აქტიორული ბუნების გამო, არასოდეს ქმნის და აკეთებს
იმას, რასაც სხვები ახერხებენ და კადრულობენ, რითაც სხვები საკუთარ
კეთილდღეობას ქმნიან.
დიახ, ეს გახლდათ მინისპექტაკლი, რომელმაც ზ.კვერენჩხილაძის
შემოქმედებით ცხოვრებაში შეხედულთ გაუმძაფრა მონატრების გრძნობა, ხოლო
მათ ვისაც არ ჰქონდა ბედნიერება დამტკბარიყო მისი აქტიორული ხელოვნებით
რუსთაველის თეატრის სცენაზე აფიქრებინა და ათქმევინა ის, რაც უკანა
რიგიდან მომესმა: ,, ხომ წარმოგიდგენია, როგორი ანტიგონე იქნებოდაო.
მე კი ყველაფერმა, რაც იმ საღამოს საკონცერტო დარბაზის სცენაზე
ხდებოდა, გამახსენა გ.ტოვსტონოგოვის სიტყვები, თქმული თეატრალური
წარმოდგენის შესახებ, აგრერიგად მიესადაგება ხელოვნების სხვა სფეროებს:
თეატრის დღესასწაული, სანახაობიობა, გასართობი ხასიათი ყოველთვის
ნათელ ფერებში, ხმამაღალ სიტყებსა და მოვლენათა სიჭრელეში როდი
ვლინდება. თეატრი ვალდებულია იყოს დღესასწაული და სანახაობა მხოლოდ იმ
თვალსაზრისით, რომ ყოველ სპექტაკლს გატაცება, დაინტერესება შეეძლოს.
ჭკვიანი, მაგრამ მოსაწყენი თეატრი თეატრი არ არის, ხოლო თეატრი, სადაც
მხოლოდ მხიარულებაა, ბალაგანია.
ახლა, როცა ასე ხშირად ეწყობა მდარე ღირსების სანახაობები, მომრავლდა
გაშარჟებული წარმოდგენები, ზოგჯერ გასული მკრეხელობამდეც კი, როცა
ვიღაცა ფრიად გაიწაფა ხელი ბალაგანის მაყურებლად ახალგაზრდობის
აღზრდაში (რაც, ჩვენი საზოგადოების ანგარის გასაწევი ნაწილის
შეხედულიბით, ტოლფასია ფსიქოლოგიური ომისა საქართველოს წინააღმდეგ),
ბევრად უფრო თვალსაჩინო გახდა ღირებულება ზ.კვერენჩილაძის
შემოქმედებითი ცხოვრების წესისა და პოზიციისა. პოზიცია კი ურყევია: -
გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი! ეს იგრძნობა კიდეც მის მიერ გადადგმულ
ყოველ ნაბიჯში, მიუხედავათ იმისა, როგორ ადამიანს ასახიერებს, რომერლ
ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებს კითხულობს და საიდან ისმის მისი ხმა:
თეატრის თუ საკონცერტო დარბაზის სცენიდან, რადიოდან თუ ტელევიზორიდან.
ზ.კვერენჩხილაძე მეტად თავისებურუ და ამავ დროს წმინდა ქართული
ჟღერადობის მეტყელების, სხვათაგან ადვილიდ გამოსარჩევი ხმის, აქტიორული
გონისა და ყველა იმ თვისების წყალობით, რომელმაც ძლიერი მასახიობის
სახელი დაუმკვირდა (მისი შემოქმედება კი ქართული სამსახიობო სკოლის
უდიდეს მიღწევად აქცია), შეგვახსენებს, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ
საზოგადოებრივი, გონიერი არსება, რომელის თავისი სულიერი თუ
მატერიალური მოთხოვნილებების შესაბამისად უპირისპირდება ბუნებას,
გარემო პირობებს და მათი სათავისოდ გარდაქმნისა და გამოყენების უნარიც
შესწევს. იგი (ადამიანი), როგორც ბრძენკაცები იტყოდნენ, ეთიკური
არსებაა (პლატონი, სოკრატე), არის შუამდებარე არარასა და ყველაფერს
შორის (პასკალი), არის მთლიანად კაცობრიობა (გოეთე) და ა.შ. ადამიანის
არსის აღნიშნულ და ყველა სხვა განსაზღვრების ილუსტრაციაა
ზ.კვერენჩხილაძის მიერ განსახიერებულ გმირთა გალერეა: ლელა და ქეთევან
წამებული, ფედრა და იოკასტე, ანტიგონე და მედეა, ელიზაბეთ პროქტორი,
ემილი დიკინსონი... - ისტორიულ პირთა თუ მხატვრულ ლიტერატურის
პერსონაჟთა განზოგადებული, ადამიანურ თავისებურებათა ხაზგასმით
შექმნილი სახეები, რომელთა უბრალოდ ჩამოთვლასაც კი ბევრი
სახელგანთქმული მსახიობი (არამხოლოდ ჩვენში, თუნდაც წარუმატებლობის
შემთხვევაში) საპატიოდ მიიჩნევდა საკუთარი შემოქმედებითი
ბიოგრაფიისათვის. ქალბატონი ზინას მიერ განვლილი გზის შეფასებისას არა
მგონია ვინმეს ენაზე მოადგეს უარყოფითად დასახასიათებელი სიტყვა,
რადგან იგი სცენაზე ცოცხლობდა; ისე ცხოვრობდა სრულიად განსხვავებული
ბუნებისა და მოთხოვნილების ქალთა ცხოვრებით, რომ მაყურებელი
პატივისცემით განეწყობოდა არა მხოლოდ მსახიობის ან მისი გმირის მიმართ,
საკუთარი თავის მიმართაც. ადამიანებზე ამგვარი ზემოქმედების უნარი
შესწევს მხოლოდ იმ შემოქმედს, ვისი ხელოვნებაც წამოჭრის და დაგაფიქრებს
ცხოვრებისეული და მხატვრული სიმართლის ურთიერთმიმართების პრობლემაზე,
ანუ ვისაც ძალუძს შექმნას სახე ერთდროულად რომანტიკულ-რეალისტური,
ზოგჯერ ეგზოტიკურიც; ხოლო სცენაზე გამოტანილი სიმართლე, თუნდაც
უმწარესი, დაკოდილ გულსაც კი სალბუნად დაუდოს და ამდენად თეატრალური
წარმოდგენა დღესასწაულად აქციოს.
ალბათ ამგვარი თეატრის შესახებ ბრძანებდა სულმნათი ილია; სწორედ ცის
ნამია დამჭნარი ყვავილისთვისო.ალბათ კი არა, ნამდვილადო, -
შემისწორებს ზ.კვერენჩხილაძის მაყურებელი და სხვა როლებთან ერთად
აუცილებლად დაასახელებს მის პონსია დორსს (დ.კოუბორნი, ვთამაშობთ
ჯინს, რეჯისორი ო.ეგაძე) სპექტაკლიდან ორად ორი მოქმედი პირი. ყველაზე
ახლობელი პირი ადემიანებისგან მიტოვებული მოხუცებულთა ამერიკული
თავშესაფრის ორი ბინადრის ტრაგედიამ, ზინა - ედიშერის უნიკალური
შემოქმედებითი დუეტის მიერ წარმოდგენილმა, ერთი მხრივ, გამოიწვია
თანაგრძნობა (არა სიბრალული), მეორე მხრივ, გაახალისა მაყურებელი; ხოლო
ვისაც აუშალა ფიქრთა ჯარი სევდა-ნაღველი მოუმატა, შესძახა: - მიიხედე
უკან და კვლავ შეავსე შენი სიცოცხლე აფეთქებული ნუშით, ატმის ნარნარი
ყვავილებით, მაისის ვარდებით! მიიხედე და ღონემიხდილი შემოდგომის
სიცარიელეში კვლავ იპოვი ყვავილს - იქნებ გაცრეცილს, იქნებ
დათრთვილულს, იქნებ ქარით დამტვრეულ რტოზე ობლად შემორჩენილს, მაგრამ
ყვავილს, გალაკტიონისაარ იყოს, შემოდგომისას, ხშირად პირველს რომ
სჯობს.
ასე მიახედა უკან ზინა კვერენჩხილაძემ თავისი პონსია დორსი და
დაამეგობრა ცხოვრებისაგან მიყენებული იარებით გულდათუთქულ და
გულდახშულ, მასავით სვეგამწარებულ ადმიანს; სულის სიღრმეში მარტოსულის
სამყაროდან თავის დაღწევის იმედის ნაპერწკალი გაუჩინა და გაუღვივა
კიდეც.
კვლავ შეძახილი! კვლავ გაფრთხილება! - ეს სტიქია მსახიობ ზინა
კვერენჩხილაძისა. ეტყობა, მისი ცხოვრების წესიცაა. ამას მაფიქრებინებს
ერთი სცენა, რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის
შემდეგ კულისებში რომ წავაწყდი: ჟურნალისტებითა და თაყვანისმცემლებით
გარშემოტყმულ ზ.კვერენჩხილაძეს რამდენჯერმე მოუწია პასუხის გაცემა
ერთსა და იმავე შეკითხვაზე: ვინ არის თქვენი გმირი? პასუხი იყო მოკლე
და მრავალისმთქმელი: - ეს მე ვარ! ეს მე ვარ!
მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ შემოქმედი მართლაც თავისივე შემოქმედების
ნაყოფს ჰგავს.